საგარეჯოში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით რუსთავში დაგეგმილი All Star-ის თამაში 22 იანვარს აღარ ჩატარდება!
"ყველა ვარსკვლავის" მატჩის გამართვის ახალი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, დაშავებულ მოქალაქეებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ჩვენს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ!" - წერს კალათბურთის ფედერაცია საკუთარ გვერდზე.
GBF