"რუსთავის" იოლი გამარჯვება "ვერასთან" და მიმდინარე სუპერლიგის გაუმჯობესებული რეკორდები

AutoSharing Option
სუპერლიგის მორიგი ტური დღეს რუსთავში რეკორდული მატჩით დასრულდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა "რუსთავმა" დავით გასიტაშვილის "ვერას" უმასპინძლა და 59-ქულიანი სხვაობით – 129:70 სძლია. ამ მატჩში დაფიქსირდა მიმდინარე სუპერლიგის არაერთი რეკორდი, იქნება ეს მოპოვებული ქულები, ანგარიშში სხვაობა, ჩაგდებული ორქულიანები… ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სუპერლიგის აუტსაიდერმა "ვერამ"" ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია საკმაოდ კარგად მოასპარეზე "რუსთავს" და უიმედოდ წააგო.

მატჩის ბედი ლამის პირველივე პერიოდში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 31:13 მოიგეს. ანატოლი ბოისამ საკმაოდ კარგი გუნდი შეკრა. თითოეულ მოთამაშეს კარგი როლი მოარგო და აათამაშა. გუგა
პატაშური, რომელიც 29 იანვარს გამართულ "ყველა ვარსკვლავის" მატჩის MVP გახდა, ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშის პრიზი რომ თამაშდებოდეს, მისი მოგების უმთავრესი კანდიდატი სწორედ პატაშური იქნებოდა. რუსთავის სპორტსკოლაში გაზრდილმა ფორვარდმა უდიდესი პროგრესი განიცადა და დღეს ის ქვემოქართლელთა გუნდის მთავარი თუ არა, ერთ-ერთი ლიდერია.

პატაშურისა და მისი 2 კბილა მოთამაშის – ლევან ბაბილოძისა და ლუკა ბულაშვილის ზეშედეგიანი თამაშით "რუსთავმა" ძალიან იოლად სძლია მეტოქეს. სამივე ეს მოთამაშე სხვადასხვა ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და რუსთავშია გაზრდილი, თუმცა ქვემოქართლურ გუნდში ისინი ისე შეთამაშდნენ – რუსთაველების მოწონებული.

ბაბილოძემ 18-დან 12 ორქულიანი ჩააგდო და 28 ქულასთან ერთად 8 მოხსნა და 5 პასიც მიითვალა. ბულაშვილმა 26 ქულა, 8 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. პატაშურის ანგარიშზე 18 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. ვერელთაგან 15 ქულით ბომბარდირი ლუკა ზაქრაძე გახდა. 14 ქულა კაიდენ რაისის ანგარიშზეა. ამ გამარჯვებით "რუსთავი" მოგება-წაგებებით "კავკასიას" გაუთანაბრდა და მასთან ერთად სუპერლიგის ცხრილის მე-2 ადგილს იყოფს. "ვერა" კი ბოლო ადგილზეა და ისეთ ვითარებაშია, სუპერლიგიდან დაქვეითების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
თებერვლის სანაკრებო თამაშებზე გამოიძახეთ სუპერ ლიგის გამორჩეული მოთამაშეები ( პატაშური და ბულაშვილი) ვისაც ეკუთვნის ნაკრებში თამაში, აღარ გვინდა მერაბ ბოქოლიშვილის გამოძაღება , დავიღალეთ . ვინც კარგ სეზონს ატარებს ისინი გამოიძახეთ და არა ნეპოტიზმით
გივი_ჩვენ_ვართ
14:38 06-02-2023
0

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0