მატჩის ბედი ლამის პირველივე პერიოდში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 31:13 მოიგეს. ანატოლი ბოისამ საკმაოდ კარგი გუნდი შეკრა. თითოეულ მოთამაშეს კარგი როლი მოარგო და აათამაშა. გუგა
პატაშურისა და მისი 2 კბილა მოთამაშის – ლევან ბაბილოძისა და ლუკა ბულაშვილის ზეშედეგიანი თამაშით "რუსთავმა" ძალიან იოლად სძლია მეტოქეს. სამივე ეს მოთამაშე სხვადასხვა ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და რუსთავშია გაზრდილი, თუმცა ქვემოქართლურ გუნდში ისინი ისე შეთამაშდნენ – რუსთაველების მოწონებული.
ბაბილოძემ 18-დან 12 ორქულიანი ჩააგდო და 28 ქულასთან ერთად 8 მოხსნა და 5 პასიც მიითვალა. ბულაშვილმა 26 ქულა, 8 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. პატაშურის ანგარიშზე 18 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. ვერელთაგან 15 ქულით ბომბარდირი ლუკა ზაქრაძე გახდა. 14 ქულა კაიდენ რაისის ანგარიშზეა. ამ გამარჯვებით "რუსთავი" მოგება-წაგებებით "კავკასიას" გაუთანაბრდა და მასთან ერთად სუპერლიგის ცხრილის მე-2 ადგილს იყოფს. "ვერა" კი ბოლო ადგილზეა და ისეთ ვითარებაშია, სუპერლიგიდან დაქვეითების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია.
GBF