ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრების წევრის, კახა ჯინჭარაძის დიდებული დებიუტის მიუხედავად, მოქმედმა ჩემპიონმა “ქუთაისმა” სუპერლიგის მორიგი შეხვედრა მაინც დათმო. იმერულ კლუბს ოლიმპიურ სასახლეში “ოლიმპმა” უმასპინძლა და ზედმეტი გართულების გარეშე – 92:77 (სტატისტიკა) მოუგო. დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა სტაბილურად ჩაატარეს მთელი შეხვედრა და მიუხედავად ყოფილი თანაგუნდელის შედეგიანობისა, რომელმაც ამჯერად ქუთაისის მაისურით 30 ქულა და 12 მოხსნა მოინაგრა, დამაჯერებელი გამარჯვება გაიფორმეს.

კახა ჯინჭარაძემ სუპერლიგაში დღევანდლამდე ბოლო მატჩი გასული სეზონის ფინალურ სერიაში, სწორედ “ქუთაისის” წინააღმდეგ ჩაატარა, რის შემდეგაც ერაყში გადაბარგდა და მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი აზიაში
გაატარა. იგი ქუთაისმა დაიმატა და დებიუტიც თავის ყოფილ გუნდთან – ოლიმპთან ჰქონდა. ჯინჭარაძემ 33 წუთში 30 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა, მაგრამ თავის ახალ გუნდს მაინც ვერ უშველა.

ოლიმპის მხრიდან შეუჩერებელი იყო ლინტონ ელაისი, რომელმაც 29 ქულა, 9 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა. მხოლოდ ის არა, ოლიმპის ყოჩაღი და გამრჯე ბიჭებიც მშვენივრად თამაშობდნენ და როგავას გუნდმაც სწორედ გუნდური თამაშის წყალობით მოახერხა მეტად საჭირო გამარჯვების მოპოვება. ოლიმპი მოგებ-წაგებებით გაუთანაბრდა სუპერლიგის ლიდერ კაკტუსს, რომელიც ამ ტურის მატჩს 19:00 საათზე, თსუ-ს წინააღმდეგ ჩაატარებს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0