"კავკასიამ" "ბათუმი" 90:84 დაამარცხა და მეოთხედფინალურ სერიაში დაწინაურდა

AutoSharing Option
სუპერლიგის პლეი-ოფი "კავკასიისა" და "ბათუმის" შერკინებით გაიხსნა. მეოთხედფინალური სერიებიდან პირველი სწორედ ამ გუნდებმა ითამაშეს და საკმაოდ საინტერესო ბრძოლაში ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა თბილისურმა გუნდმა იმარჯვა. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალურ და ნებისმიერი ეტაპის სერიაში გამარჯვება 3 მოგებამდეა. შესაბამისად, ამ გამარჯვებით კავკასიელებმა ნახევარფინალისკენ ნაბიჯი გადადგეს, თუმცა საბოლოო წარმატებამდე ჯერ კიდევ შორი და საბრძოლია.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში 11-მა გუნდმა 2 წრე ითამაშა, რის შემდეგაც 8 საუკეთესო პლეი-ოფში გადავიდა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. "კავკასიამ" რეგულარულ ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალურ სერიაში მეექვსეზე
გასულ "ბათუმს" დაუპირისპირდა, რომელთან სერიაშიც პირველი მატჩის შემდეგ არსებული მოედნის უპირატესობა შეინარჩუნა.

მატჩი კავასიელთა დიდი უპირატესობით დაიწყო და შეხვედრის მე-8 წუთისთვის მასპინძლები 15 ქულით (24:9) დაწინაურდნენ. ბათუმელებმა საქმის გამოსწორება მეორე პერიოდიდან დაიწყეს, როცა მწვრთნელის, ბუბა ბერიშვილის გადაადგილებებმა თამაშის მსვლელობაზე ეფექტურად იმოქმედა. დაცვითი ზღუდის გაძლიერებით, კავკასიელებმა შეცდომებს უხშირეს, რითაც სტუმრები სარგებლობდნენ, შეტევაში სწრაფად გადადიოდნენ და შედეგიანი გარღვევებით ჩამორჩენას ამცირებდნენ. ნომინალური მეფარის, ლაშა მიქელაძის პერიმეტრიდან ჩაგდებულმა ბურთებმა კი განსაკუთრებული ეფექტი მოახდინა და ბათუმელებმა დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს – 40:43.

მესამე პერიოდიდან "კავკასიამ" ახალი ძალებით შეუტია. ამერიკელ უკანახაზელებს – კრის მაკნილსა და ჯასტინ ფორესტს, ფეხი კარგად აუწყვეს მეფარეებმა, ილია ლონდარიძემ, აიზია ელისმა და განსაკუთრებით – ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა, რომელიც თავიდანვე შედეგიანად ირჯებოდა და საბოლოო გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

"ბათუმი" არ ნებდებოდა, ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ბოლო წუთზე არ გაუმართლა. საკვანძო მომენტში სამქულიანი ვერ ჩააგდო, თორემ ვითარება მაქსიმალურად დაიძაბებოდა. კავკასიელებმა დამაჯერებლად ჩაამთავრეს თამაში, ჩასაგდები საჯარიმოები ჩააგდეს და საბოლოოდ 90:84 გაიმარჯვეს.

"კავკასიაში" 19 ქულითა და 10 პასით საუკეთესო იყო კრის მაკნილი. 17 ქულითა და 4 პასით დაასრულა მატჩი გაფრინდაშვილმა, აიზია ელისმა 15 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. "ბათუმში" 23 ქულით საუკეთესო იყო კაილი რიდლი. 15 ქულა ლაშა მიქელაძის ანგარიშზეა.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0