პირველი მატჩის მოგების შემდეგ გურჯაანელებმა თავისი საქმე გააკეთეს – "რუსთავს" მოედნის უპირატესობა წაართვეს, ხოლო მეორე მატჩი, რომელიც რუსთავში დღეს გაიმართა, რომ იტყვიან, ცალფარა გამოდგა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა გურჯაანელები 105:74 დაამარცხეს და მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრეს – 1:1.
პირველი პერიოდი "რუსთავმა" 31:12 მოიგო, რითაც ცხადი გახადა ის
სამმაგი დუბლის ზღვარზე მივიდა ტრეი კროფტი. რუსთაველთა ამერიკელმა უკანახაზელმა 28 ქულა, 9 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 18 ქულა ლუკა ბულაშვილმა, ხოლო 17-17 ლევან ბაბილოძემ და გუგა პატაშურმა მიითვალეს. "დელტაში" საუკეთესო შედეგი ჰქონდა დერიკ ნიუტონს – 23 ქულა. ეივი ტუმერმა 19 ქულა მოაგროვა.
ამ გუნდებს შორის მეოთხედფინალური სერიის მომდევნო 2 მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 27 და 28 აპრილს გაიმართება.
GBF