მატჩი 2 დიამეტრულად განსხვავებული ნახევრისგან შედგებოდა. პირველი ტაიმი კაკტუსის იყო, რომელსაც ყველაფერი გამოსდიოდა და ტაბლოზე დიდი შესვენებისთვის ადეკვატური ანგარიშიც აისახა – 53:28. ასეთი შედეგის შემდეგ გუნდების უმეტესობა ფსიქოლოგიურად ტყდება.
რთულია კონკრეტული მოთამაშეების გამორჩევა. თსუ-ს ყველ წევრმა, რომელიც მოედანზე იმყოფებოდა, მაქსიმუმი გააკეთა და საარაკო გამარჯვება გამოჭედა, რომელიც დიდ ხანს ემახსოვრება როგორც კაკტუსის კალათბურთელებს, ისე სუპერლიგის ქომაგებს. თსუ-ში ლეგიონერი – მალკოლმ დრამრაითი და ჯიმონ ჰენსონი გამოირჩნენ. პირველმა 20 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, მეორემ კი – 22 ქულა და 5 მოხსნა. მიხეილ ბერიშვილმა 17 ქულა ჩააგდო, ნიკოლოზ დარბაიძემ – 12, გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 11 ქულა და 7 პასი დაგროვდა. კაკტუსში 14 ქულითა და 24 მოხსნით (!) საუკეთესო იყო ჯეისონ კოპმანი. 20 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი რაიან ალენმა მიითვალა.
კაკტუსმა სეზონი დაასრულა, თსუ კი ნახევარფინალშია და მეტოქეს ოლიმპისა და მარგვეთის წყვილიდან ელოდება, რომლებიც ხვალ, 29 აპრილს, სერიის მე-5, გადამწყვეტ შეხვედრას ითამაშებენ.
GBF