მოპოვებული გამარჯვებისთვის განსაკუთრებით შესაქებია მარგვეთი იმის გათვალისწინებით, რომ სერიის პირველი შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან 17 ქულით, თითქმის უშანსოდ ჰქონდა წაგებული. მომდევნო მატჩში მარგვეთმა ერთ-ერთი ლეგიონერი, გუნდის ბომბარდირი, რონი როზიე მოისაკლისა, ხოლო გუნდის კიდევ ერთმა ლიდერმა, ოთარ ბულიავამ
ყოველივე ამის შემდეგ, მარგვეთმა კბილებით დაიცვა ის ლიდერობა, რის მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად მთელი თამაში იბრძოდა. მარგვეთი თავიდანვე მედგრად დაუდგა თსუ-ს და კომბინირებული თამაშით – როგორც წინა, ისე უკანა ხაზში – უპირატესობას არ თმობდა. ბოლო წამებამდე გამარჯვებულის ვინაობა არ იყო გარკვეული. ყველაფერი ნერვების თამაშმა გადაწყვიტა. ბოლო წუთზე ორივე გუნდმა უხვად ესროლა საჯარიმოები, რაშიც მარგვეთის კალათბურთელები 100-პროცენტიანები გამოდგნენ და გაიმარჯვეს კიდეც. თსუ-ს ბოლო წამზე შანსი მიეცა, როცა მალკოლმ დრამრაითმა მეორე საჯარიმო ააცილა, ბურთი ცინცაძემ მოხსნა, ჯიმონ ჰენსონს გადააწoდა, თუმცა ამ უკანასკნელმა გამარჯვების სამქულიანი გააცუდა.
მარგვეთმა 95:93 (სტატისტიკა) იმარჯვა და სერია გაათანაბრა – 1:1. გამარჯვებულთაგან მარქუს გილსონი 21 ქულით, 10 მოხსნითა და 5 პასით გამოირჩა. 18 ქულა, 7 მოხსნა და 6 პას შეუცვლელად მოთამაშე ზაკ უოლტონმა მიითვალა, ნიკა ჩეჩელაშვილის ანგარიშზე 22 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. თსუ-ში საუკეთესო შედეგი, წინა მატჩის მსგავსად, გიორგი ცინცაძემ დააფიქსირა: 17 ქულა, 9 პასი, 5 მოხსნა და 4 ჩაჭრა.
სერიის მესამე მატჩი 10 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.
GBF