მატჩის ბედი პირველი ნახევრის შემდეგ გადაწყვეტილი იყო. ქუთაისელებმა თავიდანვე მძლავრად დაიწყეს და პირველი პერიოდის 32:22 მოგების შემდეგ ტემპს კიდევ უფრო უმატეს. მეორე ათწუთეული ტუღუშის გუნდმა 21 ქულის სხვაობით – 35:14 მოიგო და შეხვედრას სპორტული ინტერესი დაუკარგა. გაუ-ს არ ჰქონდა ის რესურსი, რომ 31-ქულიანი დეფიციტი მეორე ნახევარში გაებათილებინა. თბილისელებმა
ბოლო პერიოდში მოედანზე სათადარიგოები გამოვიდნენ – თამაშის შანსი ორივე გუნდიდან განაცხადში მყოფ ყველა მოთამაშეს მიეცა. საბოლოოდ ქუთაისელებმა 23 ქულით იმარჯვეს. იმერულ კლუბში 22 ქულით ბომბარდირი ნიკოლოზ სოსელია გახდა. 18 ქულა და 6 მოხსნა გიორგი კორსანტიას ანგარიშზე დაგროვდა. 101-0 ქულა დეტრეკ ბრაუნინგმა და მიხეილ ბერიშვილმა მიითვალეს. გაუ-ს რიგებში 21-21 ქულით ლეგიონერები – აიზია სმოლი და ენდრიუ ლუისი გამოირჩნენ.
მე-3 ტურის მატჩები 28 და 28 ოქტომბერს, ასევე, 1-ელ ნოემბერს გაიმართება.
GBF