გასული სუპერლიგის ფინალისტების ჯახი | თსუ-მ რუსთავში ქულით მოიგო

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-6 ტური დასრულდა. რუსთავში ერთმანეთს გასული სეზონის ფინალისტები – შესაბამისად, მოქმედი ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი შეხვდნენ. მატჩიც შესაფერისად დაძაბული გამოვიდა. ატმოსფეროს რუსთავის სავსე დარბაზიც ალამაზებდა. თსუ-ს რუსთავში ერთგული ქომაგები ჩაჰყვნენ, რომლებმაც ერთი ტრიბუნა დაიკავეს და მთელი შეხვედრის მანძილზე თავისიანებს აქტიურად ქომაგობდნენ.

რაც შეეხება "რუსთავს", ანატოლი ბოისას გაწვრთნილ გუნდს საშინაო მატჩებისას ქომაგობა არ აკლია. მაყურებელთა აქტიურობა დამატებით მუხტს მატებდა ისედაც დაძაბულ მატჩს, რომელშიც გამარჯვებული ერთმა შეტევამ გადაწყვიტა. თავად განსაჯეთ, შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ფრე – 80:80 იყო, რის შემდეგაც გიორგი
ცინცაძემ 2 საჯარიმო ჩააგდო და თსუ დააწინაურა, ხოლო დასრულებამდე 2 წუთით ადრე ანზორ ნადირაძემ ისევ გაათანაბრა.

შემდეგ გუნდებმა არაზუსტი სროლები გაცვალეს და საპასუხო შეტევაში თსუ-ს ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე ფევაძე საჯარიმოს ხაზზე დადგა. ძირითადი დროის ამოწურვამდე 50 წამით ადრე ფევაძემ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და თსუ 83:82 დააწინაურა. ამას მოჰყვა რუსთაველთა არაორგანიზებული შეტევა, რასაც ბურთის დაკარგვა მოჰყვა და რუსთაველებს შესატევად 28 წამი დარჩათ. რუსთაველთა აქტიური დაცვის ფონზე უნივერსიტეტელებმა შესატევად განკუთვნილი დრო ბოლომდე ვერ გაიყვანეს და საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე შეუტიეს. გიორგი ტურძილაძის ტყორცნა უზუსტო გამოდგა და "რუსთავს" 8 წამი დარჩა.

რუსთაველებმა წუთშესვენება აიღეს, შეტევა დაგეგმეს, მაგრამ ლექსო ლაფანაშვილმა წუთშესვენება სათავისოდ, ეფექტური დაცვის დასაყენებლად გამოიყენა და უნივერსიტეტელებმაც გაუმართლეს. სტუმრებმა მაქსიმალურად შეზღუდეს რუსთაველები, რომლებმაც საქმე სროლამდე ვერ მიიყვანეს და შეხვედრისთვის განკუთვნილი დროც ამოიწურა: 83:82 (სტატისტიკა) თსუ-ს სასარგებლოდ.

გამარჯვებულებს გიორგი ცინცაძემ ულიდერა, რომელმაც 15 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა მიითვალა. 18 ქულით ბომბარდირი გახდა ალექსანდრე ფევაძე, ხოლო გიორგი ტურძილაძემ 17 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. რუსთაველებს 21 ქულით ჯორდან ჰენდერსონმა ულიდერა. სეტ მაქსვლის ანგარიშზე 11 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება დაგროვდა.

სუპერლიგის მე-6 ტური დასრულდა. შემდეგი ტურის მატჩები 24, 25 და 26 ნოემბერს საქართველოს 4 ქალაქში – ბათუმში, თბილისში, გორსა და გურჯაანში გაიმართება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0