არადა, დავით როგავას გაწვრთნილი გუნდი მიზანთან ახლოს იყო. ბოლო პერიოდის მიწურულამდე გაუ გურჯაანელებს უძალიანდებოდა, მაგრამ დანაკლისმა, რომელიც ამ გუნდმა თსუ-სთან მატჩში განიცადა, მაინც თავისი გაუტანა.
თამაში თანაბრად დაიწყო და პირველი პერიოდი 26:26 დასრულდა. ამის შემდეგ დაიწყო გურჯაანელთა ნელი, მაგრამ თანმიმდევრულად სტაბილური გალიდერების პროცესი. ხოშტარიად გუნდის წევრები დაცვაში კარგად ირჯებოდნენ, სწრაფ შეტევებსაც ახორციელებდნენ და ამაში ფეხმარდ გუნდელებს კარგად ჰყვებოდა ტანმაღალი ბექა ბექაური. როგორც სწრაფი, ისე პოზიციური, კომბინაციური შეტევებიდან ბექაური უხვად ითვლიდა ქულებს და საბოლოოდ გამარჯვებაშიც სოლიდური წილი დაიდო – 24 ქულა, 6 მოხსნა, 2 დაფარება.
გურჯაანელთა უპირატესობამ ორნიშნა რიცხვს ბოლო პერიოდის ახალდაწყებულზე მიაღწია და ეს ამ შეხვედრაში ყველაზე დიდი სხვაობა იყო. დელტამ მოპოვებული უპირატესობა აღარ გაანიავა და გამარჯვებამდე ზედმეტი გართულებების გარეშე მივიდა. ბექაურის კვალზე 17 ქულითა და 6 პასით ოთარ ფხაკაძე გამოირჩა. 16 ქულა ტერი კოლინსმა, ხოლო 12- საბა ლობჯანიძემ მიითვალა. გაუ-ში 27 ქულით მაიკლ რაითი გამოირჩა, 18 ქულა და 9 მოხსნა აიზია სმოლის ანგარიშზე დაგროვდა. 12 ქულა ნიკოლოზ თოთლაძის ანგარიშზეა.
შაბათის ბოლო მატჩში ზესტაფონის “მარგვეთი თსუ-ს დაუპირისპირდება.
GBF