ივერიონმა გორში რუსთავიც დაამარცხა

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-9 ტურის ბოლოსწინა მატჩით შაბათის თამაშები დასრულდა. თბილისსა და ტყიბულში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ სუპერლიგის მორიგი შეხვედრა შაბათს გორშიც გაიმართა, სადაც დებიუტანტმა ივერიონმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

დიმიტრი ჯაკობოვისა და გიორგი ჩაჩხიანის გაწვრთნილმა შიდა ქართლის გუნდმა ქვემო ქართლის წარმომადგენელი რუსთავი 103:78 (სტატისტიკა) დაამარცხა. გორელებმა ბოლო პერიოდი 15 ქულით მოიგეს და თავიანთ გამარჯვებას შთამბეჭდავი, 25-ქულიანი სახე მისცეს.

სუპერლიგის დებიუტანტმა ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ტიტულიანი გუნდი დაამარცხა. გორელებს მიმდინარე სეზონში 3 გამარჯვება აქვთ და ყველა მათგანი შინ, თან სულ რჩეულ, ამბიციურ
გუნდებთან მოიპოვეს. შიდაქართლელებმა გორის სპორტის სასახლეში კავკასია, ქუთაისი და დღეს რუსთავიც იმსხვერპლეს.

თავის მხრივ, რუსთაველებისთვის ეს უმძიმესი მარცხი იყო. ანატოლი ბოისას გაწვრთნილ გუნდს ჩავარდნა აქვს – ქვემოქართლელებმა ბოლო 4 მატჩი (თსუ-სთან, გურჯაანთან, ბათუმთან და ივერიონთან) წააგეს და სუპერლიგის სტარტზე ფავორიტად წარმოჩენილებმა ცხრილის ქვედა ეშელონში დაქვეითდნენ.

გორელთა რიგებში შეუჩერებელი იყო გეგი ბაქრაძე, რომელმაც 26 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. 22 ქულით, 5 მოხსნით და 9 პასით კვენტინ ჰარდრიქტი გამოირჩა. გივი ბაქრაძის ანგარიშზე 7 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა. რუსთაველთაგან 29 ქულით საუკეთესო იყო ლევან ბაბილოძე. 19 ქულა დემარი კინგის ანგარიშზეა.

სუპერლიგის მე-9 ტური კვირას აჭარაში დასრულდება: ბათუმი გაუ-ს უმასპინლძლებს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0