რუსთავში სათამაშოდ ჩასულმა კავკასიამ კი პირიქით – სამმატჩიანი წარმატებული სერია შეწყვიტა. სეზონის 3 წაგებით დაწყების შემდეგ კავკასიამ მოგებებს უხშირა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. ბექა წივწივაძის გუნდი რუსთავში მოგებ-წაგებების თანაბარი რაოდენობით (4-4) ჩავიდა, მასპინძლებს კი 3 მოგების წილ 5 მარცხი ჰქონდათ. ერთი სიტყვით, გუნდები ცხრილში ახლოს იყვნენ და მოგება ორივეს ჰაერივით ესაჭიროებოდა.
ბრძოლაც შესაბამისად უშეღავათო გაჩაღდა. კავკასიას აკლდა ერთ-ერთი
მესამე პერიოდი კავკასიელებმა ზუსტად 3 ქულით მოიგეს და ბოლო პერიოდიდან, ფრე ანგარიშით ყველაფერი თავიდან დაიწყო. დასკვნით ათწუთეულში მასპინძლებმა მეტოქე გატეხეს, რაც, ცხადია, გუნდური ძალისხმევით განხორციელდა, თუმცა აღსანიშნავია ანზორ ნადირაძის უხვქულიანობა, რომელმაც საკვანძო ეპიზოდში 7 ქულა ჩააგდო. მას შეეშველა ლუკა ბულაშვილი, ლევან ბაბილოძეც და მასპინძელთა ლიდერობამ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 10 ქულას გადააჭარბა.
მატჩი ისე დასრულდა, ვითარება აღარ დაძაბულა. რუსთავმა გაიმარჯვა და მოგებ-წაგებებით კავკასიას გაუთანაბრდა. გამარჯვებაში ლომის წილი ბულაშვილმა დაიდო, რომელმაც 29 ქულა, 6 მოხსნა დ 5 პასი მოაგროვა. 15 ქულა ჩააგდო ლევან ბაბილოძემ, ანზორ ნადირაძემ და თაჯეი თიგმა 14-14 ქულა მიითვალეს. კავკასიელთაგან ყველაზე მეტი – 14 ქულა ლევან გოგიჩაიშვილმა მოაგროვა. 10 ქულა და 8 მოხსნა ჯეილენ სმიტის ანგარიშზეა.
სუპერლიგის მე-10 ტურის 3 შეხვედრა ხვალ, 16 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
GBF