ასეც მოხდა – თსუ-მ სუპერლიგის დებიუტანტი "რაში" 98:75 (სტატისტიკა) დაამარცხა და მოგება-წაგებები "დელტას" იდენტური გაუხდა – 10-4. პირველ წრეში თსუ-ს "დელტა" დამარცხებული ჰყავს, მეორედ ჯერ არ შეხვედრია. შესაბამისად, უპირატესობა უნივერსიტეტელებს ეკუთვნით და ლექსო
აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ, "რაშისთვისაც" ძალიან მნიშვნელოვანი იყო თსუ-სთან შეხვედრა. უფრო ზუსტად, ვინ იქნებოდა ბესო ლეჟავას გაწვრთნილი გუნდის მეტოქე, ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა – მთავარი იყო გამარჯვება, რადგან "რაში" ცხრილის ქვედა ნაწილშია და რამდენიმე გუნდთან ერთად სუპერლიგაში დარჩენის საკითხი ჯერაც გადასაწყვეტი აქვს. მით უმეტეს, რომ მისი 3 კონკურენტიდან 2-მა ამ ტურში მოიგო – "ივერიონმა" "კავკასია" დაამარცხა, ხოლო "მარგვეთმა" დასარჩენად მებრძოლ კიდევ ერთ გუნდ "რუსთავს" სძლია.
"რაშს" შემართება და ძალები პირველ ნახევარზე გასწვდა. საწყის პერიოდში ლეჟავას გაწვრთნილი გუნდი უკეთესად გამოიყურებოდა და თავიდანვე ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვა. პერიოდის მიწურულს თსუ-მ ჩამორჩენა შეამცირა და ათწუთეული 19:22 დათმო. მეორე პერიოდიდან კი უნივერსიტეტელებმა თამაშზე სრული კონტროლი დააწესეს. ეროვნული ნაკრების ტანდემი – კახა ჯინჭარაძე და ალექსანდრე ფევაძე, შეუჩერებელი იყო. განსაკუთრებით, ჯინჭარაძე, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა.
მეორე პერიოდი თსუ-მ 31:17 მოიგო, დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდა და ამის შემდეგ მეტოქე ახლოს აღარ მიუკარებია. საბოლოოდ თამაში ისე ჩამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა. თსუ აუღელვებლად მივიდა გამარჯვებამდე და ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ჯინჭარაძემ შეხვედრა 32 ქულით, 11 მოხსნითა და 8 პასით დაასრულა. 19 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი ალექსანდრე ფევაძემ მიითვალა. ვილი ისიანმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა – 13 ქულა, 15 მოხსნა. ტაირი ბოიკინმა გამარჯვებულებს 17 ქულა შემატა. "რაშის" შემადგენლობაში 20 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ერიკ ფრედერიკი. 11-11 ქულა სანდრო სანაძემ და ვახტანგ გაფრინდაშვილმა მიითვალეს.
სუპერლიგის მომდევნო – XVII ტური, 15, 16 და 17 მარტს - შესაბამისად, ზესტაფონში, გურჯაანში, ბათუმსა და თბილისში გაიმართება.
GBF