23 აპრილს, ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩში "ტიტებმა" "ქუთაისს" სძლია და საერთო ანგარიში გაათანაბრა - 1:1. მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა 25 აპრილს, ქუთაისში, 18:30 საათზე გაიმართება.
16 აპრილს გამართულ სერიის პირველ მატჩში ამ გუნდებს ხუთეულის წევრები დაუშავდათ. ქუთაისელმა დეჟან რაიტმა და "ტიტების" ცენტრმა გიორგი შარაბიძემ ფეხის ტრავმა მიიღეს და სეზონი ნაადრევად დაასრულეს. გასული შეხვედრა ქუთაისელებმა მცირე უპირატესობით - 99:95 მოიგეს, დღეს კი "ტიტებმა" დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და გამართული თამაშის წყალობით თასის ფინალში გასვლის შანსი მიიღო.
ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილმა "ტიტებმა" დასაწყისში მცირე უპირატესობა
არადა, ქუთაისელთა ცენტრი აკაკი დვალიშვილი იშტაზე იყო და ლონდარიძის მეურვეობისას პერიმეტრზეც ადიოდა და 3-დან 3 სამქულიანიც ჩააგდო. ბირკაიასთან კი დვალიშვილი იმდენად შედეგიანი ვეღარ იყო, უკანა ხაზში კი "ტიტებს" პრობლემები თითქმის არ ჰქონდა, იმდენად კარგად თამაშობდნენ კაჰიმ რენსომი, ლიუკ მეიერი და ჟოელ ალმეიდა.
დიდი შესვენებიდან დაბრუნებული "ტიტები" შორ სროლებზე გადავიდა, ხოლო ფარქვეშ ბირკაიას შედეგიანობით ხეირობდა. გამყრელიძის გუნდის ლიდერობამ 10 ქულას მიაღწია, თუმცა მესამე პერიოდის ბოლოსკენ 2-მდე შემცირდა. ყველაფერი დასკვნითმა ათწუთეულმა გადაწყვიტა, რომელიც "ტიტების" კალათბურთელებმა სრული კონცენტრაციითა და მობილიზებით ჩაატარეს და გამარჯვებამდეც სერიოზული პრობლემების გარეშე მივიდნენ - 98:93.
"ტიტებს" 28 ქულით რენსომმა ულიდერა, 23 ქულა დააგროვა ალმეიდამ, ხოლო 17 - მეიერმა. ქუთაისელთაგან საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი - 23 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი. 20 ქულა გიორგი ბარბაქაძის ანგარიშზე დაგროვდა.
შეგახსენებთ, რომ თასის გათამაშების ფინალში გასულია "მგზავრები", რომელიც მეტოქეს 25 აპრილს, ქუთაისური მატჩის დასრულების შემდეგ შეიტყობს. ფინალი ერთმატჩიანია და იგი 27 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.
მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით