თასის გათამაშებაში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას – 11 სუპერლიგის და 5 “ა” ლიგის წარმომადგენელი. კენჭისყრა შემდეგი პრინციპით გაიმართა: მონაწილე გუნდები 4 კალათაში განითესა. პირველ კალათაში სუპერლიგის პირველი წრის შედეგების მიხედვით 5 საუკეთესო გუნდი მოხვდა, რომლებიც კენჭისყრის შედეგად მერვედფინალში მე-4 კალათის წარმომადგენლებს – “ა” ლიგის წევრებს დაუწყვილდნენ. მეორე და მესამე კალათებში სუპერლიგის ცხრილში,
შესაბამისად, VI-VII და IX-XI ადგილებზე მყოფი გუნდები განთავსდნენ და კენჭისყრამ, რომელშიც ყველა გუნდის წარმომადგენელი მონაწილეობდა, გუნდები შემდეგნაირად დააწყვილა:
მერვედფინალსა და მეოთხედფინალში სერიები 2-მატჩიანი იქნება. 2 შეხვედრის ჯამში რომელი გუნდიც გაიმარჯვებს, მომდევნო ეტაპზე გავა. პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში, წამყვან ტურნირზე პირველად გათამაშდება ოთხთა ფინალი. თასის გათამაშების 4 საუკეთესო გუნდი ოთხთა ფინალის ფორმატით ერთმანეთში საუკეთესოს გამოავლენს. შესაბამისად, ნახევარფინალები და ფინალი თითომატჩიანი იქნება. მერვედფინალის კალენდარი ცნობილია, ხოლო მეოთხედფინალი იანვრის თვეში გაიმართება. ოთხთა ფინალის გამართვის თარიღები თებერვალში დადგინდება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით