კავკასია – ოლიმპი 77:83
პირველი მატჩი – 85:92
სუპერლიგის ლიდერი "ოლიმპი" ოთხთა ფინალში მთიანობაში დამაჯერებლად გავიდა – მეტოქე "კავკასიას" ორივე მატჩი, ჯამში" 14 ქულით მოუგო, თუმცა სერიის დღეს გამართულ საპასუხო მატჩში გვარიანი ძალისხმევა დასჭირდა, მეტოქე რომ გაეტეხა.
ბექა წივწივაძის გაწვრთნილი "კავკასია" თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე 5 ქულით – 67:62 უგებდა "ოლიმპს" და სერიაში გამარჯვებამდე უპირატესობის 8 ქულამდე გაზრდა ესაჭიროებოდა. მოგეხსენებათ, "ოლიმპს" წინა მატჩში მოგებული 7 ქულა რეზერვში ჰქონდა და ამაზე ნაკლებით რომ წაეგო, 2 მატჩის ჯამში იგებდა. საბოლოოდ არც წააგო, დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა დიდებული დასკვნითი 5-წუთეული ჩაატარა, რომელიც 21:10 მოიგო და საბოლოო გამარჯვებაც მას დარჩა.
"ოლიმპი" ნახევარფინალში თსუ-ს შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალიდან "რუსთავი" გააგდო.
რუსთავი – თსუ 84:85
პირველი მატჩი – 82:90
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს საპასუხო მატჩის წინ 8-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა მეტოქე საკმაოდ ძლიერი იყო, რომელიც საკუთარ ქალაქში, გულშემატკივრებით სავსე დარბაზში თამაშობდა. ქვემოქართლელები 8 ქულით მე-3 პერიოდში იგებდნენ. ანატოლი ბოისას გუნდმა პირველ პერიოდში მეტოქის სასარგებლოდ არსებული უპირატესობა აღმოფხვრა და ცხადია, საბოლოო გამარჯვების იმედიც ჰქონდა. გამოცდილი კალათბურთელებით დაკომპლექტებულმა საუნივერსიტეტო გუნდმა მესამე პერიოდში ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცირება მოახერხა და და დასკვნით ათწუთეულში სასურველ შედეგამდეც მივიდა.
რუსთაველები ბოლო წუთზე ვა-ბანკზე წავიდნენ და სამქულიანებით ცდილობდნენ სასურველი სხვაობის მოპოვებას, რაც არ გამოუვიდათ და ამით თსუ-მ ისარგებლა, ბოლო წუთზე 4 ქულით ჩამორჩენილმა საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა. კონტრშეტევებითა და საჯარიმოებით ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი გამარჯვებამდე მივიდა და ოთხთა ფინალის საგზური მოიპოვა.
კაკტუსი – დელტა 72:79
პირველი მატჩი – 82:90
"კაკტუსს" ცუდი დროება უდგას. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გუნდი პირველი წრის შემდეგ სუპერლიგის ლიდერობდა და მეორეში 8 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგებით პლეი-ოფში გასვლაც საბრძოლი გაუხდა. "კაკტუსი" გამოვარდა თასის გათამაშებიდანაც. გუნდმა დღეს მეორე მატჩიც წააგო გურჯაანის "დელტასთან".
"კაკტუსი" მხოლოდ დასაწყისში, ისიც მაქსიმუმ 4 ქულით უგებდა, რის შემდეგაც "დელტამ" სათამაშო უპირატესობა და ლიდერობა მოიხელთა და თამაშის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვია. "დელტას" პირველი მატჩის შემდეგ 8-ქულიანი ჰანდიკაპი ჰქონდა, რომელიც იოლად ხომ შეინარჩუნა და ზემოდან 7 ქულაც დაამატა.
გურჯაანელები ნახევარფინალში "ბათუმს" შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური მატჩები თბილისში, დიღმის დარბაზში, 11 აპრილს გაიმართება, ხოლო ფინალი იმავე ადგილას, მეორე დღეს, 12 აპრილს ჩატარდება, რომელიც 2023 წლის თასის მფლობელს გამოავლენს.

GBF