სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა საქართველოს თასი შარშანაც მოიგო და ტიტულის შენარჩუნება წლეულს მოახერხა, რაც ამ ტურნირის ისტორიაში მეორედ მოხდა. თავის დროზე თასის გათამაშება ზედიზედ ორჯერ "დინამო თბილისს" მოუგია. უნივერსიტეტელებისგან ფინალში ძლეული გორის "ივერიონისთვის" სატიტულო მატჩში გასვლა უკვე სოლიდური წარმატებაა. შიდაქართლურმა გუნდმა ნახევარფინალიდან სუპერლიგის ლიდერი და ქართული კალათბურთის ერთ-ერთი
გორელებმა ღირსეულად ითამაშეს ფინალიც. მომავალ თასის მფლობელ თსუ-ს ტოლი არ დაუდეს და პირველ პერიოდში სოლიდური ჩამორჩენა მეორე ათწუთეულში აღმოფხვრეს. გორელები მესამე პერიოდში ისევ ჩამორჩნენ მეტოქეს, რომელსაც ეროვნული ნაკრების კალათბურთელები ლიდერობდნენ. აღსანიშნავია ნაკრებში კარიერადასრულებული გიორგი ცინცაძის თამაში, რომელმაც საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ქართული კალათბურთის ლეგენდარულ გამთამაშებელს სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა – 17 ქულა, 11 მოხსნა, 9 პასი. ორმაგი დუბლი შეასრულა ვილი ისიანმა, რომელმაც თსუ-ში გადმოსვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ითამაშა – 15 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი.
ბომბარდირი გახდა კახა ჯინჭარაძე, რომელმაც 31 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. ჯინჭარაძეს გადაეცა თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშის პრიზი, რომელიც ნაკრებისა და თსუ-ს შემტევ უკანახაზელს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ლაშა გამყრელიძემ გადასცა. მატჩის ბოლო პერიოდში თსუ-ს ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა და გორელებმა ვერაფრის შეცვლა ვეღარ მოახერხეს.
მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ლაშა გამყრელიძემ და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა თსუ-ს წევრებს მედლები გადასცეს. მთავარი პრიზის ჩასაბარებლად გენერალურ მდივანთან თსუ-ს ვეტერანი წევრი, ნოდარ გოგოძე მივიდა, რომელმაც საქართველოს გარდამავალი თასი გამარჯვების აღსანიშნავად თანაგუნდელებთან ერთად აღმართა.

GBF.GE