უნაი ემერი: ხელიდან საოცარი შანსი გავუშვით

AutoSharing Option
ფრანგული პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში პსჟ "ბარსელონასთან" 1:6 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: დიდი სასწაული "კამპ ნოუზე" [VIDEO]

"ხელიდან 1/4-ფინალში გასვლის საოცარი შანსი გავუშვით. ცუდი მეორე ტაიმი ჩავატარეთ. გუნდი დაცვაში დადგა და "ბარსელონასაც" გოლების გატანის შანსი გაუჩნდა.

მეორე ტაიმში გოლის გატანა მოვახერხეთ, მოგვიანებით კი მეორე გოლის გატანაც შეგვეძლო. მსაჯის გადაწყვეტილებები ჩვენ წინააღმდეგ იყო მომართული, მატჩის ბოლოს კი კონტროლი დავკარგეთ და
წავაგეთ.

"ბარსელონას" ასეთი ანგარიშის შემოტრიალება შეუძლია და მათ ბოლო წუთებში დასაკარგი აღარაფერიღა ჰქონდათ. ამ წაგებისგან უნდა ვისწავლოთ", - განაცხადა ემერიმ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს მსაჯი საერტოდ არ უნდა გააკარო ფეხბურტს.
givi
15:15 09-03-2017
0
რა უნდა ისწავლო შენი))) როგორც არსენალი ვერასდროს გამოგდებს ბაიერნს, როგორც ატლეტიკო ვერასდროს მოუგებს ფინალს რეალს, ისე ვერასდროს ვერ გამოგდებს ვერც პსჟ და ვერც სიტი ბარსელონას თუ ვინმე ახლოს იქნება ამ ჭეშმარიტების დარღვევასთან მაშინვე ამოქმედდება მსაჯების კორპუსი.. ასე რომ ბატონო უნაი ეს ზღაპრები შვილებს მოუყევი
effe
13:24 09-03-2017
0

სიახლეები პოპულარული