საფრანგეთის ნაკრებში საბოტაჟის ინიციატორები დაასახელეს

AutoSharing Option

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის (FFF) გენერალურმა მდივანმა ანრი მონტეიმ დაასახელა ის სამი ფეხბურთელი, რომლებმაც ჩაშალეს საფრანგეთის ნაკრების 20 ივნისის წვრთნა. ბრიტანული The SUN-ის ცნობით მონტეიმ ნიკოლა ანელკას მეგობრები - ერიკა აბიდალი, უილიამ გალასი და ტიერი ანრი დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ ანელკამ 19 ივნისს, მას შემდეგ დატოვა საფრანგეთის ნაკრები, რაც გახმაურდა მისი და ნაკრების მწვრთნელის, რაიმონ დომენეკის კონფლიქტის ამბავი. მექსიკასთან თამაშის შემდეგ, გასახდელში ანელკამ  მწვრთნელს შეურაცხყოფა მიაყენა. ბოდიშის მოხდაზე უარის შემდეგ ფედერაციის გადაწყვეტილებით ის მოიკვეთა ნაკრებიდან და შინ გაემგზავრა.
20 ივნისს ნაკრებმა უარი ტქვა ვარჯიშზე. ვარჯიშის დაწყებამდე
გუნდის კაპიტანმა, პატრის ევრამ დომენეკს ფეხბურთელების ღია წერილი გადასცა, რომელშიც ანელკას გაგდებას აკრიტიკებდნენ. მანამდე ევრა ამბობდა რომ მოსაძებნი და გასაგდები იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც ანელკასა და დომენეკის კონფლიქტი გასახდელიდან გამოიტანა და განხილვის საგნად აქცია.
21 ივნისს ნაკრების წევრთა უმრავლესობამ (ძირითადად ახალგაზრდები)  მწვრთნელს მოუბოდიშა და ვარჯიშსაც დაუბრუნდნენ...
ფედერაციის წარმომადგენლების მტკიცებით ბუნტის ორგანიზატორები ის ასაკოვანი ფეხბურთელები იყვნენ, რომლებსაც მომდევნო მუნდიალზე გამოსვლის აღარანაიი შანსი არ აქვთ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული