ლიპი სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს

AutoSharing Option

იტალიის ნაკრებმა ბოლო ტურში უეჭველად უნდა დაამარცხოს სლოვაკეთის ეროვნული გუნდი, რათა ყოველგვარი გართულების გარეშე გააღწიოს მომდევნო ეტაპზე. მართალია, იქ არის სხვა შესაძლო სცენარებიც, მაგრამ "სკუადრა აძურამ" მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა აიღოს აქცენტი.

გამომდინარე პირველი ორი მატჩიდან, რის შემდეგაც იტალიის ნაკრებს მხოლოდ 2 ქულა აქვს, მარჩელო ლიპი სერიოზულ ცვლილებებზე დაფიქრდა. როგორც ჩანს, ცალკეული ფეხბურთელები, როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად, მუნდიალისთვის მზად არ არიან.

მოსალოდნელია, რომ მარჯვენა ფლანგზე ლიპი კრისტიან მაჯოს დააყენებს, ჯანლუკა ძამბროტას კი მარცხნივ გადასწევს, საიდანაც ამოვარდება დომენიკო კრიშიტო. არსებობს სერიოზული საბაბი
იმისთვის, რომ ლიპიმ ტაქტიკა 4-3-3-ზე გადააწყოს. დღეს პირლომ სრულყოფილად ივარჯიშა და თუ რამ გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ზეგ ის სასტარტო შემადგენლობაში იქნება. მოელიან, რომ მასთან ერთად შუა ხაზში იქნებიან ჯენარო გატუზო და დანიელე დე როსი. ამის საწინააღმდეგო არგუმენტი შეიძლება იყოს რიკარდო მონტოლივო - რატომ უნდა დასვას ლიპიმ ფიორენტინელი სკამზე, როცა ის ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა? აქედან გამომდინარე, შუა ხაზი უფრო ახლოსაა პირლო-დე როსი-მონტოლივოს ვარიანტთან.

რაც შეეხება თავდასხმას, აქ უეჭველად სკამზე გადანაცვლება ემუქრება ალბერტო ჯილარდინოს, რომელიც ერთობ უფერულად გამოიყურება. დიდი ალბათობით, თავდასხმის ცენტრალური ფიგურა იქნება ჯამპაოლო პაცინი, რომელსაც ფლანგებიდან ვინჩენცო იაკუინტა და ანტონიო დი ნატალე დაეხმარებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული