საფრანგეთის ნაკრებში კვლავ არეულობაა. როგორც ვწერდით, ეგრეთ წოდებული აჯანყების შესაძლო მოთავეებად უილიამ გალასი, ერიკ აბიდალი და ტიერი ანრი დაასახელეს. ამათგან, სამხერთაფრიკელთა წინააღმდეგ დღევანდელი მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ გალასი მოხვდა. რაც მთავარია, რაიმონ დომენეკმა ძირითადში არ დააყენა გუნდის კაპიტანი პატრის ევრა, რომელსაც გაელ კლიში შეცვლის. დისკვალიფიცირებულია ნახევარმცველი ჯერემი ტულალანი, რომელსაც ალუ დიარა შეცვლის. თავდასხმაში კი ჯიბრილ სისეს ვიხილავთ.
სერიოზული ცვლილებებია სამხრეთ აფრიკის ნაკრებშიც. კარლოს ალბერტო პარეირამ ძირითადში ხუთ ახალ ფეხბურთელს უხმო. მოკლედ, სასტარტო თერთმეტეულები ასე გამოიყურება:
საფრანგეთი: ლორისი, სანია, გალასი, სკილაჩი,
სამხ. აფრიკა: ჯოზეფსი, ნგკონგოა, ხუმალო, მოკოენა, მაზილელა, სიბალია, ხუბონი, პიენაარი, ჩაბალალა, მფელა, პარკერი.