მექსიკა-ურუგვაი. ბლანკო ძირითადში

AutoSharing Option

რუსტენბურგში იწყება მექსიკისა და ურუგვაის ნაკრებთა მატჩი, რომელშიც ორივე გუნდს ფრე აძლევს ხელს მერვედფინალში გასასვლელად. ურუგვაის ნაკრებში ერთი ცვლილებაა - მაურისიო ვიქტრინომ დაცვაში დიეგო გოდინი შეცვალა. რაც შეეხება მექსიკის ნაკრებს, აქ შეცვლა უფრო არსებითია - თავდასხმაში ითამაშებს 37 წლის ვეტერანი კუატემოკ ბლანკო, რომელიც ამავდროულად გუნდის კაპიტანიც იქნება. ხავიერ აგირემ ძირითადში დააყენა ანდრეს გუარდადოც, რომელმაც დისკვალიფიცირებული ეფრაინ ხუარესი შეცვალა.
მექსიკა: ო. პერესი, ოსორიო, როდრიგესი, მორენო, სალსიდო, ტორადო, მარკესი, გუარდადო, სანტოსი, ბლანკო, ფრანკო.
ურუგვაი: მუსლერა, მ. პერეირა, ლუგანო, ვიქტორინო, ფუსილე, არევალო, დ.
პერესი, ა. პერეირა, ფორლანი, სუარესი, კავანი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული