"ვერაფრით ვხვდები, რატომ არის სანახაობრივი ფეხბურთი შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი? - კი, ჩვენ შეგვიძლია უკანმოუხედავად შევუტიოთ და გაცილებით უფრო ეფექტური იერიშები განვახორციელოთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, დაცვაში შეგვექმნება პრობლემები. ორ გამართულ პაექრობაში, არც ერთი გოლი არ გვაქვს გაშვებული, ნუთუ ეს წარმატება არ არის? -
ჰოლანდია ჯგუფის ლიდერია, იტალიას კი სავარაუდოდ მეორე ადგილის დასაკავებლად მოუწევს ბრძოლა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ დიდია იმის შანსი, პლეი ოფში ბერტ ვან მარვიიკს მარჩელო ლიპისთან მოუწიოს ურთიერთობის გარკვევამ.
"სიმართლე გითხრათ, ჯერ მხოლოდ ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაზე ვარ კონცენტრირებული. ნაკლებად მაინტერესებს რა მდგომარეობაა იტალიის ქვეჯგუფში და ვინც არ უნდა შეგხვდეს, ყველასთან გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, "სკუადრა აძურასთან" თამაშს, შედარებით სუსტ გუნდთან პაექრობა ჯობია, მაგრამ ამას იმხელა მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რომ პოტენციურ მეტოქეებზე ფიქრით ტვინი ვიჭყლიტო. თუ ჩვენ ფეხბურთს ვითამაშებთ, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია", - ასე სჯერა ჰოლანდიელთა თავკაცს.
ლაშა წიკლაური