საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჟან-პიერ ესკალეტი ნაკრებში მომხდარი სკანდალით შეძრულია: "ახლა მთლად გამოფიტული ვარ, უფრო მეტადაც კი, ვიდრე გუშინ და გუშინწინ, როცა ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა. ამ ნაკრებმა მთელი საფრანგეთი შეარცხვინა... ახლა მომავლისკენ უნდა ვიყუროთ. ეს მომავალი კი ლორან ბლანს უკავშირდება. მე მწამს მისი, ის დააბრუნებს ჩვენს გუნდს ძველ სიმაღლეებზე... ვერ წარმომიდგენია, ასეთი რამ როგორ უნდა დაგვმართნოდა. უნდა გავარკვიოთ, ვინ არიან დამნაშავენი, მაგრამ ამას გავარკვევთ ყოველგვარი ხმაურის გარეშე, მშვიდ ვითარებაში, ოღონდ, არა - ახლა"...
შემდეგ ესკალეტს თავის მომავალზე ჰკითხეს: