რატომ არ ჩამოართვა ხელი დომენეკმა პარეირას?

AutoSharing Option

რაიმონ დომენეკის ეპოქა დასრულდა. როგორც თავად თქვა, ეს იყო გამარჯვებებისა და მარცხის ხანა, რაც მისთვის ყველა ვარიანტში პოზიტიური თავგადასავალი იყო: "მე ვტკბებოდი იმ საქმით რასაც ვაკეთებდი - 6 წელი ქვეყნის მთავარი გუნდის მწვრთნელად. არ შეიძლება, ეს პერიოდი უქმად იყოს ჩავლილი. მე მიყვარს საფრანგეთის ნაკრები, რომელსაც ახალი მწვრთნელი ეყოლება და ვიქნები მისი პირველი ფანი".

რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც უკვე პირადად დომენეკის პრობლემაა - მატჩის შემდეგ მან ხელი არ ჩამოართვა სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელ კარლოს ალბერტო პარეირას. "მე არ მაქვს სურვილი, ამ
კითხვას ვუპასუხო" - ასე მოიშორა დომენეკმა ჟურნალისტი.

სამაგიეროდ, პარეირამ მოუძებნა ახსნა კოლეგის საქციელს: " მისი მხრიდან ეს უღირსი საქციელი იყო. ვხვდები, რატომაც მოიქცა ასე დომენეკი - შემოდგომაზე მე ვთქვი, რომ ფრანგები დაუმსახურებლად გავიდნენ მუნდიალის ფინალურ ეტაპზე, მხედველობაში მქონდა ხელით თამაშის ფაქტი, რაც ირლანდიასთან პლეი ოფის მატჩში მოხდა".



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული