სპორტული საქმოსნების კითხვებს პასუხი მცველებმა პატრის ევრამ და ერიკ აბიდალმა, ასევე ნახევარმცველმა ჟერემი ტულალანმა გასცეს. მოსმენებზე თავდამსხმელი ნიკოლა ანელკა და ნახევარმცველი ფრანკ რიბერიც იყვნენ დაბარებულები, მაგრამ ეს წყვილი ფედერაციას არ ესტუმრა. რიბერი პარიზში მიუნხენის "ბაიერნმა" არ გამოუშვა და მის ინტერესებს ადვოკატი იცავდა, ხოლო ანელკას არდასწრების მიზეზებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს, მექსიკის
ნაკრების ფიასკოსა და სკანდალის გამო საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ჟან-პიერ ესკალეტმა თანამდებობა დატოვა, გადადგა დომენეკიც, ხოლო "მამლების" ახალმა თავკაცმა ლორან ბლანმა ამ თანამდებობაზე თავის სადებიუტო, ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩზე სამხრეთ აფრიკაში ნამყოფი 23 ფრანგიდან არცერთი არ გამოიძახა.
მოსმენების ბოლოს კომისიამ სასჯელებიც ჩამოარიგა: ნიკოლა ანელკა საფრანგეთის ნაკრების 18 მომდევნო მატჩს გამოტოვებს, პატრის ევრა - 5-ს, ფრანკ რიბერი - 3-ს, ჟერემი ტულალანი - ერთს, ხოლო ერიკ აბიდალის ადვოკატმა კომისიის წევრები თავისი კლიენტის უდანაშაულობაში დაარწმუნა და დისკვალიფიკაციას გადაარჩინა.