ინტელიგენტური პასუხი: მოიცადეთ ორ კვირა!

AutoSharing Option

ფაბიო კაპელოს მომავალი გაურკვეველი რჩება. გერმანიასთან სკანდალურ მატჩში წაგების შემდეგ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მისი ინგლისური თავგადასავალი დასასრულს მიუახლოვდა. გუშინდელ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ჯერჯერობით პოსტიდან გადადგომას არ აპირებს, თუმცა გადაჭრით ვერაფერს იტყვის, სანამ ლონდონში არ დაბრუნდება და საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობას არ შეხვდება...

და აი, კაპელო დაბრუნდა ლონდონში და ასოციაციის ბოსს დეივ რიჩარდსს შეხვდა. მწვრთნელმა განუმარტა მას, რომ მიუხედავად მუნდიალიდან გავარდნისა, ნაკრებში დარჩენა სურს. ახლა ვნახოთ, რა უპასუხა რიჩარდსმა კაპელოს:

"მან მითხრა, რომ ორი კვირა სჭირდება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მე ვფიქრობ,
ეს ინტელიგენტური პასუხი იყო. არა ერთ მომხიბლავ წინადადებაზე ვთქვი უარი იმის გამო, რომ ინგლისის ნაკრებში კონტრაქტის ბოლომდე მემუშავა. ძალიან მინდა აქ დარჩენა", - თქვა კაპელომ და იქვე დაამატა, რომ რიჩარდსთან ერთად ნაკრების გაახალგაზრდავების გეგმა განიხილა.

ერთი მხრივ, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ინგლისის ნაკრების ლიდერები - ჯონ ტერი, სტივენ ჯერარდი და ფრენკ ლემპარდი სანაკრებო კარიერას დაასრულებენ, თუმცა გუშინვე ლემპარდმა და ჯერარდმა მწვრთნელს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და გუნდში დარჩენა სთხოვეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული