ფიფა ამბობს და... არც ამბობს

AutoSharing Option

“ჯაბულანის” კრიტიკოსები არ ელევა. სამხრეთაფრიკული მუნდიალის ოფიციალურ ბურთზე აუგი უკვე უამრავმა ფეხბურთელმა თუ მწვრთნელმა თქვა, ბოლოს კი მას კბილი ინგლისის ნაკრების მეკარე დევიდ ჯეიმსმა და ამ გუნდის თავკაცმა ფაბიო კაპელომ გაჰკრეს.
ფიფას მსგავს გამოსვლებზე კომენტარი არასოდეს გაუკეთებია, ახლა კი მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს გენერალურმა მდივანმა ჯერომ ვოლქლიმ მართალია, მოკლე და არაფრისმთქმელი განცხადება გააკეთა, მაგრამ მას მაინც გთავაზობთ: “ყრუები არ ვართ, ფიფა ყურადღებით ისმენს იმ მოსაზრებებს, რაც ბურთის თაობაზე ვრცელდება”.  

ლევან ჯანეზაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული