საფრანგეთი: ფიასკოს პრეზიდენტი გადაჰყვა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების სამუნდიალო ფიასკოს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ჟან-პიერ ესკალეტის გადადგომა მოჰყვა. მან ამის შესახებ ჯერ კიდევ სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას განაცხადა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი დაადასტურა, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

"თავი მოვალედ მიმაჩნია, რომ ასეთი წარუმატებლობის შემდეგ თანამდებობა დავტოვო. ვალდებული ვარ, მომხდარზე პასუხისმგებლობა ვიკისრო. თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ, რომ წლების განმავლობაში ფრანგულ ფეხბურთს ერთგულად და დაუღალავად ვემსახურე", - ამბობს 75 წლის ესკალეტი, რომელიც საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას 2005 წლიდან მართავს. მის ბოლო განცხადებას წინ უძღოდა საფრანგეთის სპორტის მინისტრის, როსელინ ბაშელოს
მკაცრი გამოსვლა, სადაც მან ფრანგული ფეხბურთის მამები უმკაცრესად გააკრიტიკა.

ესკალეტის მთავარი და საბედისწერო შეცდომა კი რაღა თქმა უნდა, 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებაა, როცა მან ევროპის ჩემპიონატის ჩაფლავების მიუხედავად, რაიმონ დომენეკს კონტრაქტი მაინც გაუხანგრძლივა.
ასე რომ, საფრანგეთს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც ახალი ეყოლება. დომენეკს როგორც იცით, ლორან ბლანი შეცვლის, ესკალეტის მემკვიდრის ვინაობა კი სულ მალე გახდება ცნობილი.

ლევან ჯანეზაშვილი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული