დი მარია რეალელია

AutoSharing Option
ანხელ დი მარია "რეალის" ფეხბურთელი გახდა. 22 წლის არგენტინელი, რომელიც ახლა მუნდიალზე თამაშობს, "ბენფიკამ" სამეფო კლუბს 25 მილიონ ევროდ მიჰყიდა. ამ ფაქტს უკვე ადასტურებს მადრიდული გრანდის ოფიციალური ვებგვერდიც:
"საფეხბურთო კლუბმა "რეალ მადრიდმა" და ლისაბონის "ბენფიკამ" შეათანხმეს ანხელ დი მარიას ტრანსფერი. ფეხბურთელი "რეალთან" 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს".
დი მარია ჟოზე მოურინიოს პირველი შენაძენია. "რეალთან" ხელშეკრულების დადებისთანავე, პორტუგალიელმა სპეციალისტმა სწორედ ფლანგის ფეხბურთელის შეძენა ითხოვა. მაშ ჩავთვალოთ, რომ ფლორენტინო პერესმა ჟოზეს პირველი სურვილი აუსრულა. შემდეგი, ალბათ, ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დუგლას მაიკონი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული