"საფეხბურთო კლუბმა "რეალ მადრიდმა" და ლისაბონის "ბენფიკამ" შეათანხმეს ანხელ დი მარიას ტრანსფერი. ფეხბურთელი "რეალთან" 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს".
დი მარია ჟოზე მოურინიოს პირველი შენაძენია. "რეალთან" ხელშეკრულების დადებისთანავე, პორტუგალიელმა სპეციალისტმა სწორედ ფლანგის ფეხბურთელის შეძენა ითხოვა. მაშ ჩავთვალოთ, რომ ფლორენტინო პერესმა ჟოზეს პირველი სურვილი აუსრულა. შემდეგი, ალბათ, ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დუგლას მაიკონი იქნება.