"რეინჯერსი" ბრიტანეთის თასის შექმნის იდეით გამოდის

AutoSharing Option
"გლაზგო რეინჯერსის" აღმასრულებელი დირექტორი ალი რასელი კვლავ გამოვიდა ინიციატივით, რომლის თანახმად ინგლისისა და შოტლანდიის ლიგის თასის გათამაშებები გაერთიანდეს.

რასელმა შოტლანდიური კლუბის ვებ-გვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ ორი ტურნირის შეერთებით ყველა მოიგებს - სპონსორიც და გულშემატკივარიც. აღნიშნული პროექტით ორივე ტურნირის გუნდებს საშუალება ექნებათ, ერთმანეთს უფრო ხშირად დაუპირისპირდნენ.

"რეინჯერსის" მატჩები "ნიუკასლის", "მანჩესტერ იუნაიტედის", "არსენალისა" და "ჩელსის" წინააღმდეგ ბევრ ბრიტანელს დააინტერესებდა.

ჩვენ ძლიერი ლიგა გვაქვს, მაგრამ გვსურს, რომ ინგლისურ გრანდებთან ვსინჯოთ ძალები. ბრიტანეთის თასის შექმნის იდეა მოგვწონს და გვინდა ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. ვნახოთ,
რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი", - განაცხადა რასელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული