ელანომ ბრაზილიის ნაკრების გუშინდელი ვარჯიშის დასრულება ვერ შეძლო. შეგახსენებთ, ტერფის ტკივილის გამო მან ჯგუფურ ტურნირზე პორტუგალასა და ჩილესთან გამართულ მერვედფინალურ შეხვედრაში ვერ შეძლო მონაწილეობა. სელესაოს ნახევარმცველმა გუშინდელი წვრთნა სწორედ ამ მიზეზით შეწყვიტა.
ელანოს მეოთხედფინალში თამაში დიდი კითხვნის ნიშნის ქვეშაა, სამაგიეროდ, სრულად გამოჯანმრთელდნენ ფელიპე მელო და ჟულიო ბაპტისტა, რომლებმაც ჩილესთან ასევე ტრავმების გამო ვერ ითამაშეს.
სამაგიეროდ, თავს შესანიშნავად გრძნობს ლუიშ ფაბიანო, რომელიც ჰოლანდიელთა შეცდომის იმედზეა: "ვიმედოვნებ, ჰოლანდიის ნაკრები ჩვენს წინააღმდეგ შემტევ ფეხბურთს ითამაშებს. თუ ასე მოხდა, მეტოქის დაცვაში ხვრელებს აუცილებლად გამოვძებნით".