იოზილი ბარსაში?

AutoSharing Option
"ბარსელონამ" გერმანიის ნაკრებისა და ბრემენის "ვერდერის" ახალგაზრდა გამთამაშებელ მესუთ იოზილს დაადგა თვალი. მესუთი მსოფლიოს ჩემპიონატზე იმდენად კარგად ასპარეზობს, რომ გასაკვირი არაა, კატალონიური გიგანტის შეფები მისი ტრანსფერით რომ დაინტერესდნენ. ჩვენი ესპანელი და გერმანელი კოლეგების ცნობით, "ბარსელონა" მზადაა, "ვერდერს" ძალიან საინტერესო წინადადებით მიმართოს. ცნობილია, რომ იოზილის ოცნების გუნდი სწორედ "ბარსელონაა".

ესპანური გამოცემა "სპორტი" წერს, რომ კატალონიელებს მესუთთან კონტრაქტის გაფორმება ახლავე სურთ და ბრემენული კლუბის მოთაფლვას იმით აპირებენ, რომ ფეხბურთელს ერთი წლით იჯარით "ვერდერში" დატოვებენ და მხოლოდ გაისად გადაიბირებენ. ამას გარდა, "ბარსა" მზადაა,
"ვერდერს" მცველი ენრიკე და ნახევარმცველი ალიაკსანდრ გლებიც ათხოვოს.

ფეხბურთელის აგენტი რეძა ფაძელი ამბობს, მესუთი ბავშვობიდან "ბარსელონას" გულშემატკივარია და კატალონიურ გრანდში თამაშზე ოცნებობს, მაგრამ ახლა მხოლოდ მუნდიალზე კონცენტრირებულიო. იოზილს "ვერდერთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს და ბრემენული კლუბის შეფებმა მას ახალი კონტრაქტის გაფორმება ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე შესთავაზეს, რაზეც მესუთმა უარი თქვა. ცხადია, იმ იმედით, რომ მუნდიალზე თავს გამოიჩენდა და გრანდებს დააინტერესებდა. ასეც მოხდა და ახლა იოზილი ძალიან კარგ მდგომარეობაშია. თუკი "ვერდერი" მას წელს არ დათმობს, გაისად მესუთი ბრემენიდან სულაც უფასოდ წავა, რაც "ვერდერს", რა თქმა უნდა, არ აწყობს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ბარსელონასთან ერთად, მესუთ იოზილის შეძენა "მანჩესტერ სიტისაც" სურს.
გოტფრიდ ლენცი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული