ესპანური გამოცემა "სპორტი" წერს, რომ კატალონიელებს მესუთთან კონტრაქტის გაფორმება ახლავე სურთ და ბრემენული კლუბის მოთაფლვას იმით აპირებენ, რომ ფეხბურთელს ერთი წლით იჯარით "ვერდერში" დატოვებენ და მხოლოდ გაისად გადაიბირებენ. ამას გარდა, "ბარსა" მზადაა,
ფეხბურთელის აგენტი რეძა ფაძელი ამბობს, მესუთი ბავშვობიდან "ბარსელონას" გულშემატკივარია და კატალონიურ გრანდში თამაშზე ოცნებობს, მაგრამ ახლა მხოლოდ მუნდიალზე კონცენტრირებულიო. იოზილს "ვერდერთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს და ბრემენული კლუბის შეფებმა მას ახალი კონტრაქტის გაფორმება ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე შესთავაზეს, რაზეც მესუთმა უარი თქვა. ცხადია, იმ იმედით, რომ მუნდიალზე თავს გამოიჩენდა და გრანდებს დააინტერესებდა. ასეც მოხდა და ახლა იოზილი ძალიან კარგ მდგომარეობაშია. თუკი "ვერდერი" მას წელს არ დათმობს, გაისად მესუთი ბრემენიდან სულაც უფასოდ წავა, რაც "ვერდერს", რა თქმა უნდა, არ აწყობს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ბარსელონასთან ერთად, მესუთ იოზილის შეძენა "მანჩესტერ სიტისაც" სურს.
გოტფრიდ ლენცი