ფიგუმ რონალდო გააკრიტიკა

AutoSharing Option
ლუიშ ფიგუმ კრიშტიანო რონალდოს საქციელი საჯაროდ დაგმო. ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ახალგაზრდა თანამემამულე ესპანეთთან მერვედფინალური მატჩის შემდეგ ჩადენილი საქციელისთვის გაკიცხა და არა ცუდი თამაშისთვის – რონალდომ პრესასთან საუბარი არ ისურვა. ფიგუმ იქვე ისიც დასძინა, რომ ესპანეთის ნაკრებთან განცდილი მარცხი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

“თვითონ რონალდოს საქციელი ნაკლებად მაღელვებს, მე პორტუგალიის ნაკრების იმიჯი მაინტერესებს. შეიძლება, იმ მოთხოვნებს, რომელსაც მე ნაკრების კაპიტანს ვუყენებ, სხვები არ იზიარებდნენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ კაპიტანმა გუნდი ნებისმიერ სიტუაციაში უნდა დაიცვას, მაშინაც კი, როცა მარცხდება. ვერ ვიტყვი, რომ პორტუგალიის ნაკრების
მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლამ გული დიდად დამწყვიტა, რადგან ილუზიებით არ ვიკვებებოდი – ესპანეთს ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს. პორტუგალიის ნაკრებს კი შედეგებისდა მიუხედავად, ყოველთვის ვუქომაგებ. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი იღონეს, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა”, - ამბობს ფიგუ.

ლევან ჯანეზაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული