არგენტინის ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში დამარცხების (1:3) შემდეგ მექსიკის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ხავიერ აგირე პოსტიდან გადადგა. ზედიზედ მეხუთედ ხდება, რომ მექსიკის ნაკრები მუნდიალს მერვედფინალური ეტაპიდან ეთიშება. აგირეს მწვრთნელობისას ასეთი რამ მოხდა მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზეც, როცა მექსიკის უპირველესი გუნდი 1/8 ფინალიდან აშშ-ს ნაკრებმა გააგდო.
2006 წლის შემდეგ, მას მერე, რაც არგენტინასთან მერვედფინალში წაგებას რიკარდო ლა ვოლპე გადაჰყვა, აგირე მექსიკის ნაკრების მეოთხე მწვრთნელია უგო სანჩესის, ხესუს რამირეს
ისა და სვენ გორან ერიქსონის შემდეგ. ფაბიო კაპელოსა და მარჩელო ლიპის შემდეგ კი ის ამ მუნდიალის ყველაზე მაღალანაზღაურებადი (4 მილიონი დოლარი წელიწადში) მწვრთნელი გახლდათ და უცნაურია, რომ იტალიაც, ინგლისიცა და მექსიკაც უკვე გამოეთიშნენ მსოფლიოს ჩემპიონატს.
ლევან ჯანეზაშვილი