ელანო გამოირიცხა

AutoSharing Option

გადაწყდა, რომ ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ მეოთხედფინალში ვერ ითამაშებს ბრაზილიელთა მარჯვენა ნახევარმცველი ელანო. ბრაზილიის ნაკრების ექიმებმა განაცხადეს, რომ "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა ვერ მოირჩინა კოჭის ტრავმა და ის ვერაფრით მოასწრებს ჰოლანდიელებთან თამაშისთვის მწყობრში ჩადგომას. ელანომ კოტ დივუარის ნაკრებთან მიიღო ტრავმა, მერვედფინალში ორი გოლის გამტანი ნახევარმცველი დანი ალვეშმა შეცვალა, ასე იქნება ჰოლანდიასთან მატჩშიც. ნაკრების მთავარმა ექიმმა ჟოზე ლუიზ რუნკომ განაცხადა:
"ჯერჯერობით არ ვიტყვი, რომ მისი თამაში სულ გამოირიცხა ამ მუნდიალზე, მაგრამ პარასკევს ელანო ნამდვილად ვერ ითამაშებს. მას ძალზე უსიამოვნო დაზიანება აქვს, კვირას
ივარჯიშა, მაგრამ მაშინვე გვითხრა, რომ პრობლემები აქვს. ძვალიც დაზიანებულია, ამიტომ კვირის ბოლომდე მას დატვირთვის უფლებას ვერ მივცემთ, ეს გამორიცხულია. უკვე შემდეგი მატჩისთვის კი მის შანსებს 50/50-ზე შევაფასებ".
ნიკოლოზ ნეფარიძე


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული