ერიჰაა!!! ნიგერიის პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრები... დაშალა

AutoSharing Option

რამდენიმე დღის წინ იოზეფ ბლატერმა ნიკოლა სარკოზის საფრანგეთის ნაკრების გაკრიტიკებისთვის სახალხოდ მისცა შენიშვნა და ფრანგული ფეხბურთის დისკვალიფიკაციითაც დაიმუქრა. ვეჭვობთ, ფიფას პრეზიდენტს გაცილებით მკაცრი რეაქცია ექნება ნიგერიაში მომხდარ ამბავზე.
საქმე ისაა, რომ ნიგერიის პრეზიდენტმა ჯონათან გუდლაქმა თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები მუნდიალის ჩაფლავებისთვის მკაცრად გააკრიტიკა, მაგრამ ამასაც არ დასჯერდა და განაცხადა, რომ ნიგერიის ნაკრები მომდევნო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო ტურნირებში არ იასპარეზებს და ეს პერიოდი ახალი გუნდის ჩამოყალიბებას უნდა დაეთმოს.
ვნახოთ, რა გაგრძელება მოჰყვება ამ არაორდინალურ ამბავს. წესით, ნიგერიამ შემდეგი ოფიციალური მატჩი
სექტემბერში უნდა ჩაატაროს აფრიკის ერთა თასის შესარჩევ ტურნირში, მადაგასკარის წინააღმდეგ.



 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული