ახალგაზრდა პორტუგალიელი გარემარბი, ყოფილი უსახლკარო ბებე დარწმუნებულია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გამორჩეული ვარსკვლავი გახდება. არადა, მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს 7 მილიონ ფუნტად ნაყიდ ფეხბურთელს ჯერჯერობით იმ ხმაურის შესაფერისი, რაც მის გარშემო ატყდა, არაფერი გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ ბებე სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი ოდინდელი თანაშემწისა და პორტუგალიის ნაკრების ახლა უკვე თანამდებობიდან განთავისუფლებული მწვრთნელის კარლოს კეირუშის რჩევით უნახავად იყიდა.
20 წლის ბებე, რომელსაც "იუნაიტედის" სათადარიგოთა სკამზე ფანები დღეს, "ქარლინგის თასზე" "სკანთორპთან" შეხვედრაში იხილავენ ამბობს:
"მე ვაპირებ "იუნაიტედის" ვარსკვლავი გავხდე. სერ ალექსმა მითხრა, რომ ჩემით ძალიან
კმაყოფილია და უნდა მეტი ვივარჯიშო, რათა მთავარ გუნდში მოვხვდე. ჯერჯერობით ვერ ვიტყვი როდის ვიქნები მზად. ბევრი რამ მწვრთნელზეც არის დამოკიდებული".