"რასაკვირველია, სეზონის ასე დაწყება ძალიან შთამბეჭდავია - თქვა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა - მგონი "ჩელსიმ" თავისი კალენდარი
"ლურჯების" დიდებული სტარტის მიუხედავად ფერგიუსონი დარწმუნებულია, რომ ჩემპიონობის ბედს მნიშვნელოვანწილად სწორედ მისი და კარლო ანჩელოტის გუნდების ორი დაპირისპირება გადაწყვეტს. პირველი "სტემფორდ ბრიჯზე" დეკემბერში გაიმართება, ხოლო მეორე, "ოლდ ტრეფორდზე", მაისში.
"პრემიერლიგაში რთული ჩემპიონატია და აქ გამარჯვება ძალიან დიდ ბიძგს იძლევა. მე ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ გასული ჩემპიონატის გამარჯვებულს. დღეს, ჩემპიონი "ჩელსია", რომელმაც სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და ამდენად იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" უმთავრს კონკურენტად მიმაცნია. ვფიქრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ერთმანეთთან შეხვედრებს. გასულ სეზონში ჩვენ ლონდონელებთან ორივეჯერ დავმარცხდით და ტიტულის ბედიც ამან გადაწყვიტა.
დღეს ინგლისში სამი გუნდი დანარჩენებისგან გამოიყოფა. "მანჩესტერ იუნაიტედზე", "ჩელსისა" და "არსენალზე" მოგახსენებთ და სწორედ ამ სამმა დაიწყო მიმდინარე ჩემპიონატი სხვებზე უკეთ. ამაში გასაკვირი არაფერია. ახლა მთავარია ის გავარვიოთ, სეზონის ბოლოს ეს სამეული როგორი თანმიმდევრობით დალაგდება.
პატივსაცემია "ტოტენჰემ ჰოთსპურის" ბოლო რამდენიმე წლის წარმატება. "მანჩესტერ სიტის" ძლიერი სტარტი არ ჰქონდა, მაგრამ მისი შემადგენლობის პატრონი, რასაკვირველია, რაგინდა რა მეტოქეს დიდ წინააღმდეგობას გაუწევს. თან, ისტლენდელებს ტადან ზორბა ბიჭები ჰყავთ და მათთან ბრძოლა ძნელია. რობერტომ ნახევარი გუნდი ამ ზაფხულს იყიდა და, რასაკვირველია, ახალ ფეხბურთელებს ასე უცბათ ერთმანეთს ვერ შეუხამებდა., მაგრამ, ვიმეორებ, ეს გუნდი კონკურენციას ნამდვილად გასწევს".
კიდევ, სერ ალექსმა უეინ რუნიზეც ილაპარაკა. მისი პრესკონფერენციის ეს ნაწილი ბევრმა გაზეთმა თუ სააგენტომ ცალკე გამოაქვეყნა, რადგან საქმე იმ სექს სკანდალს ეხება, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანეთში მას-მედიის ჰედლაინებიდან არ ჩამოდიოდა.
"ვერ დავიჯერებ, რომ ამ სკანდალმა რუნის თვითრწმენაზე იმოქმედა. ეს ბიჭი უკვე ხვდება თუ რამდენად არის საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში. ის უკვე ქუჩაში ვეღარ გადის ფოტო ან ვიდეოკამერას მიზანში რომ არ ჰყავდეს ამოღებული. არადა, ის ახალგაზრდა კაცია და უნდა ფეხბურთის თამაშითაც მიიღოს სიამოვნება და ამოდენა ყურადღებითაც არ თრგუნავდნენ".