დიდიე დეშამი: ესპანეთთან შეხვედრაში ყველა ფაქტორი საფრანგეთის წინააღმდეგაა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ესპანეთთან 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი მატჩის წინ უსიამოვნო მოვლენების დამთხვევაზე ისაუბრა.

მეორე მხრივ, მან აღნიშნა, რომ გუნდი თამაშამდე დანებებას არ აპირებს.

"ტრავმები, დაცვის ხაზში შექმნილი გაურკვევლობა, ბენზემას მშრალი სერია - ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ 16 ოქტომბერს გველის მატჩი სერიიდან "შეუსრულებელი მისია".

მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან შეხვედრაში ყველა ფაქტორი ჩვენს წინააღმდეგაა, მაგრამ ჩვენ მოგება მაინც შეგვიძლია, თუ ფრთხილად ვიქნებით და ჩვენს რიგებში ლიდერს ვიპოვით. იმედია, რომ რიბერი ექიმების აზრს, რომ მან ფორმა სრულიად აღიდგინა, დაამტკიცებს",
- განაცხადა დეშამმა.

ასევე იხილეთ:
ვისენტე დელ ბოსკე: საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ბევრი კარგი თავდამსხმელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული