NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ჯერომ იგინლა "პინგვინი" გახდა

AutoSharing Option
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, "კალგარი ფლეიმზის" მრავალწლიანი კაპიტანი ჯერომ იგინლა "პიტსბურგ პინგვინზის" მოთამაშე გახდა.

35 წლის ჰოკეისტის სანაცვლოდ, რომლის კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, "კალგარიმ" 2013 წლის დრაფტზე პირველ რაუნდში არჩევანის უფლება და ორი ახალგაზრდა მოთამაშე - კენეტ აგოსტონო და ბენ ჰანოვსკი მიიღო.

ჰოკეის ეროვნული ლიგის პირველი შავკანიანი კაპიტანი "კალგარის" რეკორდსმენია გოლების (525), ქულებისა (1095) და ჩატარებული მატჩების (1219) რაოდენობით. ბოლო 11 სეზონის განმავლობაში, იგინლა "კალგარის" საუკეთესო ბომბარდირი ხდებოდა. ეს ყველაზე გრძელი შიდაგუნდური სერიაა ჰოკეის ეროვნული ლიგის ისტორიაში.

2004 წელს
იგინლამ სტენლის თასის ფინალში გაიყვანა "ფლეიმზი", სამჯერ იყო დასახელებული სეზონის პირველ სიმბოლურ ნაკრებში, ერთხელ გახდა რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (2001-02 - 96 ქულა) და ორჯერ - საუკეთესო გოლეადორი (2001-02 - 52 გოლი, 2003-04 - 41 გოლი). ამ სეზონში, 31 მატჩში ჯერომმა 10 შაიბა გაიტანა და 13 შედეგიანი პასი შეასრულა.

უფრო ადრე ამერიკულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგინლა "ბოსტონში" გააგრძელებდა კარიერას, მაგრამ მოგვიანებით ეს ცნობა არ დადასტურდა.

ბოსტონი-მონრეალი 5:6 (ბ)
0:1, 4:1, 1:3, 0:0
გოლები: 0:1 რაიდერი-11 (პლეკანეცი-11, ბ. ჯონტა-8), 0:2 საბენი-10 (გალჩენიუკი-12, ეერი-13), 1:2 დ. ჰემილტონი-4 (სეგუინი-13, პ. ბერჟერონი-19), 2:2 მარჩანდი-14 (პ. ბერჟერონი-20, სეგუინი-14), 3:2 პ. ბერჟერონი-10 (პევერლი-8, კრუგი-1), 4:2 ჰორტონი-9 (კრეიჩი-19), 4:3 რაიდერი-12 (პლეკანეცი-12, ბ. ჯონტა-9), 5:3 სეგუინი-11 (მარჩანდი-14, პ. ბერჟერონი-21), 5:4 გალაჰერი-10 (პასიორეტი-17, დეშარნე-11), 5:5 მარკოვი-6 (პლეკანეცი-13, საბენი-14).
ბულიტები გაიტანეს: გალაჰერი (მონრეალი).

მინესოტა-ფინიქსი 4:3 (ო)
1:0, 1:2, 1:1, 1:0
გოლები: 1:0 ტ. მიტჩელი-3 (რუპი-3, სტოუნერი-8), 2:0 კულენი-6, 2:1 კლინკჰამერი-4 (გორდონი-8, მოსი-12), 2:2 გორდონი-1 (იენდლი-13, მოსი-13), 2:3 სტოუნი-3 (დოუნი-8, კლინკჰამერი-1), 3:3 რ. სატერი-3 (სპარჯონი-8, მ. კოივუ-21), 4:3 მ. კოივუ-9 (პარიზე-14, ბროდინი-5).

კალგარი-კოლორადო 4:3
2:0, 2:2, 0:1
გოლები: 1:0 ჰუდლერი-7 (ჩერვენკა-6, ბეკლუნდი-5), 2:0 ბეგინი-2 (ჯეკმანი-1, სერიჩი-1), 2:1 მაკგინი-6 (პარენტო-18, ბერი-6), 3:1 კამალერი-10 (კომო-3), 3:2 ლანდესკოგი-7 (ზენონი-3, რ. ო'რაილი-9), 4:2 კამალერი-11 (ვიდემანი-13, ტანგეი-16), 4:3 რ. ო'რაილი-4 (ჰეიდუკი-7, პარენტო-19).

სან ხოსე-ანაჰაიმი 4:0
3:0, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 პაველსკი-9 (გალიარდი-5, ქლოუ-10), 2:0 მარლო-16 (კუტური-10, უინგელსი-6), 3:0 ბერნსი-4 (უინგელსი-7, ჰავლატი-7), 4:0 უინგელსი-3 (კუტური-11, დ. ბოილი-10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული