"ტოტენჰემი" და "ატლეტიკო" დავიდ ვილიას სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს იხდიან

AutoSharing Option
დავიდ ვილიას "ბარსელონური" კარიერა სამომავლოდ მაინც კითხვის ნიშნის ქვეშაა. "ელ გუახე" ბოლომდე ვერ ავლენს თავის პოტენციალს კატალონიურ გუნდში და სასტარტოში ადგილი დაბევებული არა აქვს.

დავიდ ვილიას გადაბირება ბევრ კლუბს სურს, მათ შორის ახლახან ლონდონის "ტოტენჰემი" გააქტიურდა. ანდრე ვილაშ ბოაშს კარგი თავდამსხმელი სჭირდება და იმედი აქვს, რომ ვილიას 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ ხელში ჩაიგდებს.

თუმცა "ბარსელონას" ხელმძღვანელობა 15 მილიონ ევროზე ნაკლებად დავიდ ვილიას გაყიდვას არ აპირებს.

ვილიას შეძენა მადრიდის "ატლეტიკოსაც" სურს, თუმცა არც ესპანური კლუბი იხდის 12 მილიონზე მეტს.

შეგახსენებთ, რომ
ვილიას კლუბის დატოვება ამ სეზონის შუაშიც სურდა, თუმცა მაშინ ტიტო ვილანოვამ გადააფიქრებინა.

ასევე იხილეთ:
დანიელ ალვეში: დავიდ ვილიასა და ალექსის სანჩესს არ გავუშვებდი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული