ძლიერი ძლიერთა ბანაკიდან

AutoSharing Option
ვესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ მილანის "ინტერში" თავს საუცხოოდ გრძნობს და "მანჩესტერ იუნაიტედის" არანაირ წინადადებას არ დათანხმდება. არადა, შეგახსენებთ - "იუნაიტედმა" "ინტერს" მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სანაცვლოდ 29 მილიონი ფუნტი (თითქმის 35 მილიონი ევრო) შესთავაზა და ეს ამბავი თავად ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმაც დაადასტურა. სხვათა შორის, მორატის თავის პირველი კომენტარებში სნეიდერის გაყიდვაზე კატეგორიული უარი არ უთქვამს - ბიზნესმენი კაცია და, როგორც ჩანს სარფს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. თუმცა, "ინტერის" პრეზიდენტმა ისიც თქვა, შემტევ ნახევარმცველს თავადაც შევთავაზებ კონტრაქტის გაგრძელებასო.

სნეიდერი, რომელიც
ხვალ შესაძლოა გახდეს იტალიაში მოთამაშე ფეხბურთელთაგან პირველი, ვინც საკლუბო დონეზე მოპოვებულ ტრებლს (ქვეყნის ჩემპიონონბა, თასი და ჩემპიონთა ლიგა) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულსაც დაამატებს, ამბობს, რომ "შავ-ლურჯებთან" სურს კონტრაქტის გაგრძელება. მას, როგორც ჩანს, ცხოვრება სხვანაირად აქვს დაგეგმილი: ივლისში თავის მოდელ და ტელევარსკვლავ საცოლესთან იოლანტე კაბაუ ვან კასბერგენთან დაოჯახებასაც აპირებს და თაფლობის თვის შემდეგ მორატისთან მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდება.

"ინტერში თავს საუცხოოდ ვგრძნობ და ამიტომაც არ მინდა იმ კაცად გამოვჩნდე, რომელიც თავის გუნდს ყველაფრის მოგების შემდეგ მიატოვებს, რადგან ჟოზე მოურინიო წავიდა და შეშინდა. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი ახალ სეზონსი ახალმ მწვრთნელთან, რაფა ბენიტესთან ერთად კვლავ წარმატებებს მივაღწიო. რომ გითხრათ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერემა გამაკვირვაო, მართალი არ ვიქნები, რადგან კარგად ვთამაშობ და, ბუნებრივია, ინტერესო იქნებოდა, მაგრამ მირჩევნია კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მაინც "ინტერს" ველაპარაკო".

თუმცა არც სნეიდერისთვის და არც სხვა ჰოლანდიელებისთვის საკლუბო საქმეები ახლა უმთავრესი არ არის - ხვალ ხომ მუნდიალის ფინალია: ნიდერლანდელთა გუნდი ესპანეთს ხვდება. როგორც სამხრეთ აფრიკაში მივლინებული ჟურნალისტები ამბობენ, ჰოლანდიის ნაკრების ბაზაზე სიმშვიდე და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა იგრძნობა. "ლივერპულის" გარემარბმა დირკ კუიტმა თქვა:
"შიშის ნატამალიც კი არ გვაქვს. შიშის ნახვა თუ გინდოდათ, ნახევარფინალისტვის უნდა გეყურებინათ. იქ ნახავდით როგორ ეშინოდათ გერმანელებს ესპანელების. შეტევაც კი არ სცადეს. ჩვენ შეტევას ვაპირებთ და ნახავთ, ესპანეთის რამდენი სუსტი მხარე გამოჩნდება. ჩვენს გუნდში შეშინებული ფეხბურთელები არ თამაშობენ. ჩვენთან არ არიან ფეხბურთელები, რომლებიც ვინმეს წინაშე თავს პატარა გუნდად მიიჩნევენ. მეტოქეს პატივს ვცემთ, კი ბატონო, მაგრამ შიში..."
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული