რვაფეხამ ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონობა იწინასწარმეტყველა

AutoSharing Option
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში ესპანეთის ნაკრები გახდება. უცხოური სააგენტოების ცნობით, ამის შესახებ რვაფეხა "პაულიმ" 9 ივლისს იწინასწარმეტყველა.

" პაულიმ" დღესვე გერმანიის საფეხბურთო ნაკრებს მესამე ადგილი მიაკუთვნა. მესამე ადგილისთვის გერმანიისა და ურუგვაის გუნდების შეხვედრა 10 ივლისს გაიმართება, ხოლო ფინალი 11 ივლისს, თბილისის დროით 22.30 საათზე დაიწყება. უძლიერესის ვინაობას ესპანეთი და ჰოლანდია გაარკვევენ.

როგორც ცნობილია, რვაფეხა "პაულთან" საფეხბურთო მატჩის წინ საკვები ორი თეფშით მიაქვთ, რომლებზეც მონაწილე გუნდების დროშებია დამაგრებული. მიიჩნევენ, რომ გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელი თეფშიდანაც რვაფეხა შეჭამს.

ამასთან, ნახევარფინალში გერმანიის
ნაკრების წაგების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გერმანელმა ფანებმა რვაფხეა მოკლეს, რაც არასწორი აღმოჩნდა.

ინტერპრესნიუსი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული