პლატინიმ გონება დაკარგა...

AutoSharing Option
პარასკევ საღამოს იოჰანესბურგის ერთ-ერთ რესტორანში სადილის წინ მიშელ პლატინიმ გონება დაკარგა. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია უეფას წარმომადგენელმა უილიამ გალიარდიმ გააკეთა, მას მერე, რაც პლატინი უახლოეს კლინიკაში გადაიყვანეს.
"ის ახლა კარგად არის, - ამბობს გალიარდი, - სამხრეთ აფრიკაში ცივა და ბოლო რამდენიმე დღეა, უეფას პრეზიდენტი გაციებულია. გონების დაკარგვის მიზეზიც ეს უნდა იყოს. მას სისხლში შაქარი დაწეული ჰქონდა, რადგან უჭმელი გახლდათ. ველაპარაკე ხალხს, ვინც საავადმყოფოში მასთან ერთადაა. მათ მითხრეს, რომ მიშელი თავს კარგად გრძნობს".

მიუხედავად ნორმალური ანალიზებისა, ექიმების გადაწყვეტილებით პლატინი ჰოსპიტალში კიდევ
რამდენიმე დღეს დაჰყოფს. გალიარდიმ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, თითქოს 55 წლის პლატინის გულის შეტევა მოუვიდა...
მოკლედ, ისღა დაგვრჩენია, ლეგენდარულ ფეხბურთელსა და უეფას თავკაცს დროული გამოჯანმრთელება ვუსურვოთ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული