პლატინის ნება დართეს: ხვალ, ფინალზე...

AutoSharing Option
როგორც იცით, გუშინ მიშელ პლატინიმ იოჰანესბურგის ერთ-ერთ რესტორანში სადილის წინ გონება დაკარგა. უეფას პრეზიდენტი უმალ ქალაქის უახლოეს კლინიკაში გადაიყვანეს. გაჩნდა ეჭვი, რომ ლეგენდარულ ფეხბურთელს გულის შეტევა ჰქონდა, რაც უეფას ოფიციალურმა წარმომადგენელმა უილიამ გალიარდმა კატეგორიულად უარყო. ექიმების დასკვნა სწორედ მან გაახმოვანა - 55 წლის პლატინიმ გონება გრიპის ვირუსის ფონზე დაკარგაო.

დეტალურმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ პლატინის საგანგაშო არაფერი სჭირდა. დღეს, ადგილობრივი დროით 9 საათზე, უეფას პრეზიდენტმა კლინიკა დატოვა. მეტიც - ექიმებმა მას კვირას ფინალურ მატჩზე დასწრების ნებაც დართეს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული