ყატარი-2022 საზღვრებს გარეშე

AutoSharing Option
ყატარს შეუძლია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მატჩები სხვა ქვეყნებს გაუყოს. ეს აზრი ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა გაზეთ L’Equipe-თან ინტერვიუში გამოთქვა. არადა, ადრე ბლატერი მსოფლიოს ჩემპიონატების თუნდაც ორ სხვადასხვა სახელმწიფოში ჩატარების წინააღმდეგი იყო. "მიმაჩნია, რომ ტურნირის ზოგიერთი თამაშების ჩატარება მეზობელ ქვეყნებშიც შესაძლებელია", - თქვა ფიფას პრეზიდენტმა იმ ჩემპიონატთან დაკავშირებით, რომლის ჩატარებაც ყატარს აქვს მინდობილი.

ბლატერმა რუსეთისა და ყატარის მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლად არჩევის საფუძველზე ისაუბრა. "ჩვენ ფეხბურთის განვითარებისთვის ახალი ბაზარი გავხსენით იქ, სადაც მას აქამდე ღრმა ფესვები არ ქონდა გადგმული. რუსეთი -
ეს მთელი კონტინენტია, რომელთანაც რიგი ქვეყნები მჭიდროდაა დაკავშირებული. ის უზარმაზარ მოსახლეობას აერთიანებს, ერთდროულად ევროპულსაც და აზიურსაც".

ფიფას პრეზიდენტმა უარყო ის მტკიცება, რომ ყატარის სასარგებლოდ გადაწყვეტილება "ფულის გამო" მიიღეს.

"სარგებლისკენ რომ მივისწრაფოდეთ, მაშინ ტურნირის ჩატარებას ამერიკას მივანდობდით. ყატარის შემთხვევაში ჩვენ ფეხბურთს ვხსნით ახალი სამყაროსთვის, განსაკუთრებული კულტურით. არაბული სამყარო წარსულში რამდენჯერმე ცდილობდა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას, როდესაც თავიანთი კანდიდატურები მაროკომ და ეგვიპტემ წარმოადგინეს და მას ქონდა კანონიერი უფლება პრეტენდენტი ყოფილიყო მისი ჩატარების. ბოლოსდაბოლოს ისლამის მიმდევარი მილიარდი ადამიანია", - განაცახად ბლატერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული